კომპიუტერული ინჟინერიის აკადემიური დეპარტამენტი

თანამედროვე ადამიანის საქმიანობა წარმოუდგენელია კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე. მას იყენებენ წარმოებაში, გამომცემლობებსა და ბიბლიოთეკებში, ბანკებსა და პროდუქციის საცავებში, კავშირის სისტემებსა და ტრანსპორტის მართვის სისტემებში, საგადასახადო და სააღრიცხვო საქმიანობაში, გასართობ სფეროში და ა.შ. კომპიუტერი ბევრი პროფესიისა თუ სპეციალობის სამუშაო ადგილის აუცილებელი ატრიბუტი გახდა. აქედან გამომდინარე, „კომპიუტერული ინჟინერია“  თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობა გახდა.

კომპიუტერული ინჟინერია (აგრეთვე იწოდება კომპიუტერული სისტემების ინჟინერიად) აერთიანებს ინფორმატიკასა და კომპიუტერულ-ქსელურ ტექნოლოგიებს. ინჟინერიის ეს დარგი ორიენტირებულია არა მხოლოდ კომპიუტერული სისტემების მუშაობაზე, არამედ მათ ინტეგრაციაზეც სხვადასხვა დარგისთვის. კომპიუტერული ინჟინერი წარმოადგენს სპეციალისტს კომპიუტერული ქსელებისა და ტექნოლოგიების დარგში. მას, როგორც წესი, გააჩნია პროფესიონალური მომზადება ელექტრონიკის, ციფრული სქემოტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების და აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფების ინტეგრაციის სფეროში; ასრულებს საპროექტო სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით, დაწყებული ცალკეული ჩაშენებული სისტემების, კომპიუტერების და დამთავრებული ინტეგრირებული სისტემების შექმნით. ჩვეულებრივ, კომპიუტერულ ინჟინერიასთან დაკავშირებული ამოცანები მოიცავს პროგრამული და მიკროპროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებას ჩაშენებული მიკროკონტროლერებისთვის, სიგნალების დამუშავების მოწყობილობების პროექტირებასა და მმართველი პროგრამების დამუშავებას. კომპიუტერული ინჟინერი ასრულებს აგრეთვე კვლევით სამუშაოებს რობოტოტექნიკის სფეროში, რომელიც ეყრდნობა ციფრული სისტემების გამოყენებას ელექტრული სისტემების მართვაში, როგორიცაა ძრავები, კავშირის სისტემები, გადამწოდები და ა.შ.

კომპიუტერული ინჟინერიის შესწავლის მსურველთათვის ჩვენს დეპარტამენტში შეიქმნა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც გამოცდილი, კვალიფიციური და ახალგაზრდა კადრებით დაკომპლექტებული გუნდი უძღვება. პროფესურას წარმოადგენენ  მეცნიერებათა დოქტორები, მეცნიერებათა კანდიდატები, აკადემიური დოქტორები. დეპარტამენტში მოღვაწეობენ  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრები, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურიატები მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, გამომგონებლები, ღირსების ორდენის კავალრები.

კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ხელმძღვანელები (დაარსებიდან დღემდე)

საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები

განათლების ხარისხის სადარაჯოზე

დარგის სპეციალისტები

დეპარტამენტის ახალგაზრდული ფრთა

აკადემიების წევრები

ეროვნული პრემიის ლაურეატები

გამოფენებში მონაწილეობა

IT ლაბორატორიის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება

SCADA სისტემები

ბიომეტრიული საარჩევნო სისტემა

უნივერსიტეტის მენეჯმენტის ინოვაციური სისტემები

თავისუფალ დროს