კომპიუტერული ინჟინერიის აკადემიური დეპარტამენტი

ქართული ENGLISH РУССКИЙ

დეპარტამენტში სწავლა მიმდინარეობს სამ საფეხურად შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით:

  • ბაკალავრიატი - 4 წელი, ქართული და რუსული სექტორები (სწავლის საფასური - 2250  ლარი წელიწადში);
  • მაგისტრატურა - 2 წელი, ქართული  სექტორი (სწავლის საფასური - 2250 ლარი წელიწადში);
  • დოქტორანტურა - 3 წელი, (სწავლის საფასური - 2250  ლარი წელიწადში).

საგანმანათლებლო პროგრამები :

ბაკალავრიატი - "ინფორმატიკა" (მოდულები/სპეციალიზაციები: კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული სისტემები და ქსელები, ვებ-ტექნოლოგიები); 
მაგისტრატურა - "ინფორმატიკა" (სამაგისტრო თემატიკა/სპეციალიზაცია: კომპიუტერული სისტემები და ქსელები); 
დოქტორანტურა - " ინფორმატიკა".

ლაბორატორიული სწავლების მეთოდი 
კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის  სტუდენტების განკარგულებაშია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საფაკულტეტო „ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო – სამეცნიერო  ლაბორატორია“. პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ტარდება ლაბორატორიის ტექნოლოგიურ აღჭურვილობაზე და კომპიუტერულ კლასებში.

კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის მოდულები საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში „ინფორმატიკა“: