კომპიუტერული ინჟინერიის აკადემიური დეპარტამენტი

ლევან იმნაიშვილი, პროფესორი

დარგი: კომპიუტერული ინჟინერია, ინფორმატიკა

ელ-ფოსტა: l.imnaishvili@gtu.ge

ვთვლი, რომ კომპიუტერული ინჟინერია:

  • 21–ე საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობაა;
  •  ძალიან საინტერესოა–ქმნის იმას, რაც ჯერ არ შექმნილა;
  •  იძლევა საკუთარი თავის სწრაფად რეალიზების საშუალებას;
  •  იძლევა შემოქმედებითი ძიებისათვის ნოყიერ ნიადაგს. ის, რაც დაკავშირებულია ძიებასა და შემოქმედებით საქმიანობასთან, ყოველთვის საინტერესოა.

ყოველთვის სიამოვნებით ვმუშაობ:

  • ახალგაზრდებთან (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი). მათი ფანტაზია და კრეატიულობა ამოუწურავია და ვთვლი, რომ  ჯერ კიდევ არ არის „დამძიმებული“ ცოდნითა და ამოცანის გადაწყვეტის სტერეოტიპებით. მთავარია, ახალგაზრდას ქონდეს ახლის შექმნის მოტივაცია.
  • კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან, როგორც კომპიუტერული ინჟინერიის და ინფორმატიკის დარგებიდან, ასევე სხვა დარგების წარმომადგენლებთან.

რა შედეგებს აღწევენ ჩვენი სტუდენტები:

  • წარმატებით მონაწილეობენ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ კონკურსებში.
  • მონაწილეობენ ჩვენთან მიმდინარე რეალურ პროექტებში, რაც მათთვის  უდიდესი გამოცდილების სკოლაა.
  • მონაწილეობენ სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობაში.
  • მონაწილეობენ უცხოეთის გაცვლით პროგრამებში.
  • წარმატებით საქმდებიან, რამდენადაც აქვთ პროფესიული ცოდნა და შემოქმედებითი აზროვნების უნარი; ერთმანეთს კარგად უთავსებენ ამოცანის გადაწყვეტის პროგრამულ და აპარატურულ საშუალებებს.

კომპიუტერული ინჟინერია მოწოდებულია:

  • განავითაროს საკუთარი თავი, ანუ შექმნას კომპიუტერული ტექნიკის ახალი პროდუქტები.
  • განავითაროს სხვა დარგები: იქნება ეს მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკის ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი თუ სხვა, სადაც ხდება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება. ეს მეორე მიმართულება უფრო საინტერესოა, რამდენადაც კომპიუტერული ინჟინერია უკვე თვითონ „კარნახობს“ ამა თუ იმ დარგს განვითარების ტენდენციებს.

ჩემი სამეცნიერო და საინჟინრო ინტერესთა სფეროებია:

  • მრავალფუნქციურობის პრინციპების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები ციფრულ და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.
  • SCADA სისტემების თეორიული და საინჟინრო საკითხები.
  • ბიომეტრიული ტექნოლოგიების თეორიული და პრაქტიკული პარადიგმები.
  • ინფორმაციული და საინჟინრო სისტემების ერგონომიკის საკითხები.

CV
გრანტები, გამოგონებები, საინჟინრო პროექტები
WWW